გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კრწანისის ტყეპარკში შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართა

29-06-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ კრწანისის ტყეპარკში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს(SIDA) გენერალურ დირექტორს,ქარინ იამთინს და საქართველოში შვედეთის ელჩს,  ულრიკ თიდესტრომს  უმასპინძლა.


ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობას, სააგენტოს (SIDA) და ელჩს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვისდა ყურადღება პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მნიშვნელობაზე გაამახვილა.


ღონისძიების ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 5,5 მლნ ევროს შეადგენს, მიზნად ისახავს საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობას ტყეების დაცვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, დაცული ტერიტორიებისა და საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. აღნიშნული პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პრიორიტეტებთან და მისი განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოებას.


„ჩვენი მიზანია ქვეყანაში ბუნების დაცვითა და მდგრადი განვითარებით, ხელი შევუწყოთ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და ამით წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როგორც გარემოსდაცვითი ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჩვენ გვაქვს ევროკავშირის, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების ძლიერი მხარდაჭერა. ვფიქრობ, კოორდინირებული თანამშრომლობით, შევძლებთ ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის საჭირო ეფექტიანი რეფორმების განხორციელებას“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.


„საქართველოსა და შვედეთს შორის მრავალწლიანმა და მჭიდრო თანამშრომლობამ ძალიან კარგი შედეგები გამოიღო სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს  ცირკულარ ეკონომიკაზე გადასვლას და აღნიშნული მიმართულებით დახმარებას ვუწევთ  კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში, ასევე, ბიომრავალფეროვნების, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებისა და ნარჩენების მართვის სფეროში კანონმდებლობის მომზადება-განხორციელების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შედგენის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება, გაფართოვდება და ჩვენ ერთად შევძლებთ კიდევ უფრო დიდი შედეგების მიღწევას“, - განაცხადა ქარინ იამთინმა.


ღონისძიებაზე  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილების და დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით შვედეთის მთავრობის და SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით განხორციელებული პროექტების  შესახებ. საუბარი შეეხო პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.


კრწანისის ტყეპარკში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, შვედეთის საელჩოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დონორი, განმახორციელებელი, საერთაშორისო და არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.