გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით

29-06-2022

საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

 
მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ის სენატორების დელეგაციასთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა განიხილეს. 


"სიღრმისეული საუბარი მქონდა აშშ-ის სენატორების ერთობლივ დელეგაციასთან ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით და ტომ ტილის მონაწილეობით. განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა.

საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.