გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი სვენია შულცეილია წინამძღვრიშვილის სახელობის პროფესიულ კოლეჯს ესტუმრა

29-06-2022

გერმანიასა  და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს ფარგლებში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი სვენია შულცე ესტუმრა.

 

მინისტრმა გერმანული მხარის დელეგაციასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან,  ვალერიან გობრონიძესთან და  პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, თამარ ქიტიაშვილთან ერთად, მცხეთის რაიონის სოფელ წინამძღვრიანთკარში, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი მოინახულა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და რეფორმის პროცესში გერმანული მხარის ჩართულობაზე ისაუბრეს.ქართული მხარის წარმომადგენლებმა მინისტრს საქართველოს უძველესი კოლეჯის ისტორია და აღნიშნული კოლეჯის მაგალითზე, რეფორმის შედეგად მიღწეული შედეგები გააცნეს.

 

აღსანიშნავია, რომ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი დაფუძნებულია 1883 წელს დაარსებული სკოლის ბაზაზე, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი პროფესიული სასწავლებელი საქართველოში. სკოლა ქველმოქმედმა ილია წინამძღვრიშვილმა  სოფელ წინამძღვრიანთკარში, საკუთარ მამულში, თავისი სახსრებითა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებისა და ილია ჭავჭავაძის თანადგომით დააარსა. დღეისათვის კოლეჯში სწავლება 30-მდე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აგრარული, ტურიზმის, მომსახურების სფეროს, სოფლის მეურნეობის და კვების პროდუქტების წარმოების მიმართულებით, მათ შორის დუალური მიდგომით, მიმდინარეობს.

 

აღსანიშნავია რომ გერმანულ-ქართული თანამშრომლობის განსაკუთრებულ სფეროს სწორედ დუალური პროფესიული განათლებაწარმოადგენს. 2016 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ჩართულია პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლების განვითარებაში მეღვინეობის, მშენებლობის, ტურიზმის, ლოგისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგებში. ამ პროგრამაში უკვე 13 პროფესიული კოლეჯი და 80-ზე მეტი კერძო კომპანია მონაწილეობს.