გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

30-06-2022

მიმდინარე წლის 2 ივლისს, 18:30 საათზე, დოდო აბაშიძის 10-ში, თბილისში, პირველად აღინიშნება თბილისის სტარტაპის დღე.  თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილია არაერთი საინტერესო შეხვედრა. კონკრეტულად კი: ProductTank meetup & discussion - ღონისძიება პროდუქტის მენეჯერებისთვის, რომელზეც გამოცდილი სპიკერები კოდის არმქონე პროდუქტების შექმნაზე ისაუბრებენ. Founder Institute panel event -ზე კი წარმატებული მეწარმეები გლობალური სტარტაპის დაარსების გამოცდილებას მიმოიხილავენ.

 

ღონისძიების კიდევ ერთ ნაწილს წარმოადგენს  Fuckup Nights Tbilisi vol. 27, რომელზეც ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლები საკუთარი წარუმატებლობის ამბებს გააზაირებენ, რათა დამსწრეები შთააგონონ და ასევე, დაეხმარონ, არ გაიმეორონ იგივე შეცდომები.

 

თბილისის სტარტაპის დღესთან დაკავშირებით იქნება ნეთვორქინგის, ინვესტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა.

 

ორგანიზატორების ინიციატივით თბილისის სტარტაპის დღე 2 ივლისს, ყოველწლიურად აღინიშნება.

 

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://facebook.com/events/s/tbilisi-startup-day/971619386868550/