გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან დიდი შეურაცხყოფაა სახელმწიფოსთვის, რასაც 300 დეპუტატი რეზოლუციაში გიწერს და როგორ გინდა, ეს მოითმინო?

30-06-2022

ძალიან დიდი შეურაცხყოფაა სახელმწიფოსთვის, რასაც 300 დეპუტატი რეზოლუციაში გიწერს, როგორ გინდა, ეს მოითმინო?, – ამის შესახებ პარლამენტარმა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.

 

მიხეილ ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი რომ მოეცათ, პოლარიზაცია მარტივად დასრულდებოდა, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლება შეიცვალოს.

 

„მარტივად დაამთავრებდნენ პოლარიზაციას, კანდიდატის სტატუსი რომ მოეცათ, მით უმეტეს, საქართველოს ყველაზე მეტად ეკუთვნოდა. მარტივად დასრულდებოდა ყველაფერი და გადავიდოდა 2024-ის არჩევნებზე, მოდი მომიგე და კი ბატონო, მართე.

დასავლეთიც მარტივად დაამთავრებდა ამ თემას რომ ნდომოდა, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მინდა, ამის მონაწილეები პირდაპირ დავასახელო. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ლომჯარია ჩვენი არჩეულია.

 

მათ ერთი ფაქტი ვერ მოიყვანეს, ჩვენ მთელი ფაქტები გვაქვს, როგორ მოქმედებდა „ქართული ოცნება“, ვინ რას აკეთებდა და საით ვართ მიმართული. ერთ ფაქტს ვერ მოიყვანს, რომ რაღაც შეიცვალა. ბოლოს იძახდნენ – რუსეთი, რუსეთი… და ვერაფერი.

 

ახლა ეს გიჟი ჩამოვიდა და რისთვის იყო ჩამოსული? მთელი ეს სცენარი, რომელსაც დათო მაღრაძე ამბობს, ეს დიდი ხნის პროექტია, ორმაგი სტანდარტი თან გვდევს. 2007- 2008 წელს ჩარეცხვიდან დაიწყეს ადამიანების გაყოფა, ეს იდეოლოგიური შემოვარდნა ჩვენს სოციუმში, ეს ხდება დღეს.

 

2007 წლის აქციაზე რომ დავდექი მეც სხვა შეხედულებები მქონდა, მაგრამ იქ დავინახე ქართველი კაცის უანგარო სულიერებაც და დამოკიდებულებაც. ის ადამიანები სიმართლისთვის იდგნენ. შავი ნოდარას ქმედება, მათი მთელი ეს პროცესი, რას გვახვევენ თავზე, მიხვდი? პატრიარქს, ავტორიტეტებს გიგინებენ, ეს ერთი სცენარია და შენ გგონია, რომ სადღაც სიკეთისკენ მიყავხარ.

 

საუკეთესო სოციალური სისტემაა, როგორ შეიძლება ადამიანმა უარი თქვას ჯანდაცვის სისტემაზე, სოციალურ საკითხებზე, სამართლიანობაზე, კანონის უზენაესობაზე და ა.შ. აი, ეს არის ევროპა. ამას უფრო დიდი ანალიზი სჭირდება. გიგაურები, ლომჯარიები როდის არიან მომზადებულები და შეძლებენ კი წიაღში დაბრუნებას? სადღაც ეს ხომ უნდა გაიაზრონ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის ინტერესს იმ პროექტში ხედავენ, იმის იქით შენ ხარ მტერი. როგორც ბოლშევიკები მოვიდნენ და დედ-მამას ხოცავდნენ იმიტომ, რომ საქმეს სჭირდებოდა, იგივე ნარატივია ახლა. სამართალს გინგრევენ, წარმოუდგენელია. თან მეუბნები, რომ პატივისცემა სასამართლო სისტემით იწყება და არც ელოდები, ქმნი აჟიოტაჟს და ამას პირდაპირ მიწერ. ძალიან დიდი შეურაცხყოფაა სახელმწიფოსთვის, რასაც 300 დეპუტატი რეზოლუციაში გიწერს და როგორ გინდა, ეს მოითმინო?“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.