გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

“ახტალას გაყიდვის გამო გურჯაანელები რეკრეაციული ზონის გარეშე არ დარჩებიან“

6-06-2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, კურორტ ახტალის გაყიდვის მიუხედავად რეკრეაციული ზონა შენარჩუნდება. არჩილ ხანდამაშვილი კურორტის გაყიდვასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებაც საუბრობს. 

"ახტალას გაყიდვასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ იყო აჟიოტაჟი. იყიდება მხოლოდ უნიკალური ტალახი და მასთან ახლოს მდებარე კორპუსები. გურჯაანელები რეკრეაციული ზონის გარეშე არ დარჩებიან და ადგილობრივი მოსახლეობას ნებისმიერ დროს შეეძლება დაისვენოს“, - განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა. 
მისივე თქმით, კურორტის გაყიდვა გურჯაანში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. 
უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა სახელმწიფომ პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში აუქციონზე უკვე გამოიტანა. აუქციონის პირობების თანახმად, საწყისი ფასი 3 მილიონ 755 000 ლარია და მყიდველმა, არანაკლებ, 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. 
ახტალა საქართველოში ტალახით ერთადერთი კურორტია, სადაც მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. კურორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ, მათ შორის, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან.

knews.ge