გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

“ასადის აღიარებას თავად აფხაზები დასცინიან”

6-06-2018

ასადის აღიარებას თავად აფხაზები დასცინიან – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, აფხაზი მოსახლეობის ნაწილი ირონიულად აფასებს სირიის მიერ ამ რეგიონების აღიარებითა და ნაურუსთან უვიზო რეჟიმის შემოღებით გამოწვეულ საყოველთაო სიხარულს.
ირაკლი კიუტი, სოხუმელი აფხაზი, სტუდენტი: – რუსეთსა და ჩვენს ხელისუფლებას ჰგონიათ, რომ მოსახლეობაში ბნელა. ასადი დღემდე სავარძელს რუსეთის მხარდაჭერით ინარჩუნებს. ხვალ ან ზეგ ის მთავრობა აღარ იქნება, ასადს კი ჰააგის ტრიბუნალი ელოდება… ასე რომ, „გილოცავთ“! -ამბობს ირაკლი კიუტი.
ლინა შამრიდი, სოხუმელი: – მოგზაურობის მოყვარულებმა თადარიგი დავიჭიროთ, რადგან ნაურუ იძირება და იქნებ დათვალიერება მოვასწროთ… დაგვცინიან, როდესაც ამ „მიღწევას“ ასე საზეიმოდ გვილოცავენ, რადგან ინტერნეტთან წვდომა დღეს ყველას აქვს და ნაურუში „ბედნიერ“ ცხოვრებაზეც გვსმენია“, – აღნიშნავს ლინა შამრიდი.

"კვირა"