გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ ახლა უფრო მეტად მზად ვართ, ვიდრე ის ორი ქვეყანა, რომელმაც სტატუსი მიიღო, მაგრამ თავიდანვე ეს შემოთავაზება დაჩქარებული იყო იმიტომ, რომ იყო შემოთავაზება უარისთვის

1-07-2022

ჩვენ ახლა უფრო მეტად მზად ვართ, ვიდრე ის ორი ქვეყანა, რომელმაც ეს სტატუსი მიიღო, მაგრამ თავიდანვე, ეს შემოთავაზება დაჩქარებული იყო იმიტომ, რომ იყო შემოთავაზება უარისთვის, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საუბრისას განაცხადა.


„კანდიდატის სტატუსზე განაცხადი 2024 წელს უნდა გაგვეკეთებინა განაცხადი, ამისთვის ვემზადებოდით, „ქართულმა ოცნებამ“ ამისთვის ყველაფერი გააკეთა. უფრო მეტია შესრულებული, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას შემთხვევაში. ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ ვალდებულებას 70%-მდე გავაკეთებდით და 2024 წელს უფრო მეტად მომზადებულები შევიდოდით. თუმცა, ახლა უფრო მეტად მზად ვართ, ვიდრე ის ორი ქვეყანა, რომელმაც სტატუსი უკვე მიიღო.


თავიან ეს დაჩქარებული შემოთავაზება იყო იმიტომ, რომ იყო შემოთავაზება უარისთვის. პირველი რეზოლუცია აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი იყო არა მხოლოდ ჩემთვის, როგორც მმართველი გუნდისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. იქ იყო ისეთი ჩანაწერები, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი იყო ქვეყნისთვის. მე მაშინაც გავაკეთე განცხადება, რომ თუ ჩვენ უსამართლო წესებს შემოგვთავაზებენ, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ და დაიწყო თავდასხმა ჩემზე. მე დავსვამ კითხვას - რადგან ევროპულია უსამართლობა უნდა მივიღოთ?! ჩვენ ევროპაში შევიდეთ თავაწეული, ღირსეული და სამართლიანად. საქართველო უარისთვის თავიდანვე განწირული იყო, რადგან ქუჩის ფორმირება უკვე ნელ-ნელა ხდებოდა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, წევრობის კანდიდატობას კი დასახული პირობების შესრულების შემდეგ მიიღებს.