გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2022    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ონის მერმა სოფელ ხეითში მისასვლელი ალტერნატიული გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

1-07-2022

მიმდინარე წლის 13 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა კვაშხიეთის, ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებს პრობლემები შეუქმნა.


ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე ხეორი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა რის შედეგადაც დაიტბორა საავტომობილო და შიდა სასოფლო საუბნო გზები, ასევე სოფელ ხეითში მდინარე ხეორმა სახიდე გადასასვლელი დააზიანა, რის გამოც საჭირო გახდა სოფლამდე მისასვლელი ალტერნატიული გზის მონაკვეთის მოწყობა. ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ონის სერვის ჯგუფი" ასრულებს.


ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, სოფელ ხეითში სოფლამდე მისასვლელი ალტერნატიული გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულა.