გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოფელ შინდისთან დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის სკულპტურებს დგამენ

6-06-2018

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისთან 17 ჯარისკაცი დაიღუპა. სწორედ ამ ადგილას მათი მემორიალური სკულპტურები დაიდგმება. პირველი გმირის ბრინჯაოს ქანდაკება უკვე დაიდგა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ქანდაკებებზე მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე მუშაობს, პროექტის ავტორი კი ედმონდ მინაშვილია. მისი ინფორმაციით, 17 ქანდაკების დადგმა 6 თვეში დასრულდება.

პროექტის “შინდისის გმირები”, ბოლო ეტაპი აგვისტოს ომის საბრძოლო მუზეუმის მოწყობაა.

სოფელ შინდისში, 2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მეორე ბრიგადის ოცეულის და რუსეთის 53-ე არმიის შეტაკებისას, 17 ახალგაზრდა ჯარისკაცი დაიღუპა.

imedinews.ge