1-07-2022
"არნახულ ზეწოლაში" ყოფილა 3 წელი იმის გამო, რომ პოლიტიკურად "ნეიტრალურს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან მუდმივად "შეურაცხყოფდნენ". მადლობას უხდის ქალბატონ პრეზიდენტს. ხვდებით ხომ, ვის ბოსტანში ისვრის კენჭებს?“- წერს ჟურნალისტი მაიკო ელოშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ.
„საფრანგეთში საქართველოს ელჩი, თეა კატუკია წასულა თანამდებობიდან. "არნახულ ზეწოლაში" ყოფილა 3 წელი იმის გამო, რომ პოლიტიკურად "ნეიტრალურს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან მუდმივად "შეურაცხყოფდნენ". მადლობას უხდის ქალბატონ პრეზიდენტს. ხვდებით ხომ, ვის ბოსტანში ისვრის კენჭებს? მძიმე დრო დაგვიდგა დიპლომატიურ კორპუსსო, თეა "შეურაცხყოფილმა" განაცხადა.
საინტერესოა, 3 წელი რატომ ითმენდა ზეწოლას და შეურაცხყოფას ქალბატონი ელჩი? ან ზუსტად ახლა, როცა ქვეყნის შიდა და გარე მტრებს არსებული ხელისუფლების შეცვლის მცდელობები აქვთ, რატომ "აევსო მოთმინების ფიალა?" "ქართულ ოცნებას" და დეპუტატთა "ტრიოს" თუ რამე გაქვთ სათქმელი ხალხისთვის, თქვით. თორემ, ვირთხები გარბიან და მერე, გვიან იქნება“- წერს ელოშვილი Facebook-ზე.