გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

"სკოლის საპირფარეშოში არ იყო საპონი" - ქუთაისში საჯარო სკოლები შემოწმდა

27-11-2017

ქუთაისის საჯარო სკოლების სანიტარულ-ჰიგიენური შემოწმების პირველი ეტაპი დასრულდა.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლების მიერ, სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მონიტორინგი ქალაქში არსებულ 38-ვე საჯარო სკოლაში განხორციელდა. რესურცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძეს ინფორმაციით, სკოლების შემოწმების პროცესში რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა.

"პრობლემები არის, როგორ არ არის, თუმცა, ისეთი, რომ მნიშვნელოვანი იყოს, არაფერი. მაგალითად, იყო ისეთი შემთხვევები, როცა სკოლის საპირფარეშოში არ იყო საპონი, ჩვენ ამის თაობაზე მივეცით გაფრთხილება სკოლის ადმინისტრაციას და მათაც გაითვალისწინეს და გამოასწორეს ფაქტი,"-  ამბობს ვაშაკიძე.

ვაშაკიძეს თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სკოლაში სისუფთავის დაცვა ერთ-ერთი უმთავრესია, მონიტორინგი ქუთაისის სკოლებში მუდმივ რეჟიმში, უწყვეტად გაგრძელდება.

"ყოველ კვირას იქნება სკოლის შემოწმებები," - ამბობს ვაშაკიძე.

იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები არ იქნება დაცული, ამის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინიტროში გადაიგზავნება.

ქუთაისის სკოლებში ჰიგიენურ-სანიტარული მონიტორინგი მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყო.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებზე კოტროლი მას შემდეგ გამკაცრდა, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებებში სველი წერტილების მონიტორინგის გამკაცრების შედეგად ათობით დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.

წყარო: ,,ქუთაისიპოსტი''