გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თამარ ტალიაშვილი: კლავიატურასა და კამერას ამოფარებული ადამიანები ბულინგისა და სიძულვილის ენის სულ უფრო ახალ "მაღალ" სტანდარტებს ქმნიან

1-07-2022

შეურაცხყოფის მოთმენის ექსტრა-ორდინალური სტანდარტები მოითხოვეს, ვინც სიძულვილითა და დესტრუქციით სულ უფრო აღრმავებენ პოლარიზაციას ჩვენს ქვეყანაში -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

"ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ინციდენტის შემდეგ ბევრი ითქვა და დაიწერა მედია სივრცეში და სოციალურ პლატფორმებზე თმენის ვალდებულებასთან დაკავშირებით.

სიცხადისათვის გეტყვით, პიროვნული მძიმე უშვერი სიტყვიერი შეურაცხყოფის მოთმენაზე რაიმე სპეციალური სადეპუტატო განსხვავებული სტანდარტი არ არსებობს. დაუსაბუთებელი კრიტიკის, ზღვარგადასული ემოციურობის მოთმენა - კი ბატონო! პირადის, პერსონალური სივრცის შეურაცხყოფას რაც შეეხება, აქ ყველა მოქალაქე, ადამიანი ერთია და თამასის სპეციფიკურად მაღლა აწევა სრულიად უსაფუძვლოა.


განსაკუთრებული და მაღალი სტანდარტი რასაც ამკვიდრებს ანრი ოხანაშვილი ანრი ოხანაშვილი / Anri Okhanashvili, ეს არის მაღალი რანგის პროფესიონალიზმი, სამართლის პოლიტიკა და კანონშემოქმედება. ხოლო სიდინჯე და გაწონასწორებულობა საზოგადოებისა და ქვეყნისათვის კრიტიკულ მომენტებშიც კი მისი პიროვნული თვისებაა. ანრის ეს თვისება ხაზს უსვამს, თუ რამდენად მძიმე არაპროვოცირებული შეურაცხყოფის ადრესატი აღმოჩნდა.

 

საერთოდ, შეურაცხყოფის მოთმენის განსაკუთრებულ სტანდარტებს დღეს ითხოვენ ისინი, ვინც სიძულვილით, ბულინგითა და დესტრუქციით სულ უფრო და უფრო აღრმავებენ პოლარიზაციასა და შუღლს ჩვენს ქვეყანაში.

 

ეს არის ძალა, რომელსაც არაფრის დიდებით არ სურს დეპოლარიზაცია, საზოგადოების ერთიანობა და სრული ევროინტეგრაცია.

 

ეს არის ძალა რომელსაც სურს, რომ ყველაფერი - შეურაცხყოფაცა და დანაშაულიც შერჩეს, ჰქონდეს მუდმივი იმუნიტეტი შეუცხყოფისა და დანაშაულის ჩასადენად.


კლავიატურასა და კამერას ამოფარებული ადამიანები ბულინგისა და სიძულვილის ენის სულ უფრო ახალ "მაღალ" სტანდარტებს ქმნიან. პარალელურად სურთ, რომ სიძულვილის ეს "მაღალი" სტანდარტები ადამიანურ უბრალო პირისპირ ურთიერთობებშიც დაამკვიდრონ.

 

ეს არის სავალალო! ეს ბოროტებაა არა მარტო ამ მომენტში, არამედ მომავალი თაობებისთვისაც" - წერს ტალიაშვილი.