1-07-2022
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის წევრის ანრი ოხანაშვილის მისამართით ტელეკომპანია ,,პირველის’’ დირექტორის მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციას დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოხანაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა უმძიმეს პროვოკაციას და ამ პროვოკაციას ეთიკისა და კანონის ფარგლებში გაეცა სათანადო პასუხი.
,,ჩვენ ვიცით, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას არ გავიმეორებთ ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე. ჩვენ, ვერ დავეშვებით ჭუტას დონეზე ეს არის ძალიან მარტივი რამ. ჭუტას დონეზე არ დავეშვები არასდროს. ანრის დონეზე ვარ ახლაც , შემიძლია გითხრათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამ პროვოკაციას ეთიკისა და კანონის ფარგლებში გაეცა სათანადო პასუხი. შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია, მეც იმავეს გავაკეთებდი, რა თმა უნდა,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.