გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ნიუ-იორკის წმიდა ნინოს სახელობის ქართული ტაძრის მრევლი განცხადებას აქვეყნებს

6-06-2018

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ნიუ-იორკის წმიდა ნინოს სახელობის ქართული ტაძრის მრევლი განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მორიგი პროვოკაცია მამა ალექსანდრე თანდილაშვილის წინააღმდეგ! 4 ივნისს სოციალური ქსელის გამოყენებით ვინმე ROIN JEMAL KHINTIBIDZES-ის მიერ გავრცელდა ფოტო, რომელზეც თითქოსდა მასზე გამოსახული იყო მამა შიო მენაბდე, რომლის შვილის სახელი ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის საქმეში ფიგურირებს. სინამდვილეში კი აღნიშნულ ფოტოზე გამოსახულია მამა ალექსანდრე თანდილაშვილი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში წმიდა ნინოს სახელობის ქართული ტაძრის წინამძღვარია.

Roin-ს განვუმარტეთ ვინ იყო წარმოდგენილი ფოტოზე, რის შემდეგაც ROIN JEMAL KHINTIBIDZES-მ წაშალა კედლიდან ცილისმწამებლური პოსტი.

მოგვიანებით ეს ფოტო და პოსტი ისევ გავრცელდა "ქოცების დასაცინი ოფიციალური გვერდის" მიერ იგივე ბრალდებითა და ცილისწამებით. მამა ალექსანდრეს მრევლის სახელით მვვმართავთ ყველა დეზინფორმატორს: დაუყონებლივ გააქრონ ინტერნეტსივრციდან შეთითხნილი ცილისწამება მამა ალექსანდრე თანდილაშვილის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევთ პასუხების გაცემა სასამართლოში, სადაც ცილისმწამებლური ფოტო გამოყენებული იქნება ნივთ მტკიცებად..."-ნათქვამია განცხადებაში.

newspress