გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: თუ ომის კამპანია ეკუთვნის ФСБ ამ შემთხვევაში, გამოდის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ კამპანიაში იყვნენ ჩართული, ასევე, კავშირში არიან ФСБ საქმიანობასთან

1-07-2022

,,ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რა წერია ФСБ სახელმძღვანელოში, ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება, ომთან დაკავშირებულ რისკებს, როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ. აქ ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ რამეს, რაზეც ბუნებრივია, საჯაროდ ვერ ვიტყვით ვერაფერს,’’ - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ომის რისკებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღემდე განეიტრალებულ არ არის ომის საფრთხე. თუმცა, ღიად ამ რისკებზე საუბარი არ არის მართებული. მისი განმარტებით, ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან ომის კამპანიასთან, ასევე კავშირში არიან ФСБ - თან.

 

,,როდესაც საუბარია ომის რისკებზე, რაც დღემდე ბოლომდე განეიტრალებულ არ არის ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ რამეს. რაც შეეხება, თვითონ ФСБ და ამ კამპანიას, თუ ომის კამპანია ეკუთვნის ФСБ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მაგალითად, გიგაური, ლომჯარია, მარგველაშვილი, უსუფაშვილი და ა.შ ის ადამიანები, რომლებიც ამ კამპანიაში იყვნენ ჩართული, ასევე არიან დაკავშირებული ФСБ საქმიანობასთან. ეს შეუძლია, მოიკითხოს ყველამ. კიდევ ერთხელ, გავიმეორებ, ძალიან კონკრეტულ ინფორმაციას ეფუძნება ის საუბრები რაც არის დაკავშირებული ომის რისკებთან და არაფერი აბსტრაქტული ამაში არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ,’’ - განაცხადა კობახიძემ.