გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ექსპერტიზის დასკვნით, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მშენებლობა ხარვეზებით განხორციელდა

6-06-2018

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის ვარგისიანობის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ეროვნული ბიუროს ექსტერტიზის დასკვნა ცნობილია. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, დასკვნა ადასტურებს, რომ ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მშენებლობა ხარვეზებით განხორციელდა. 
მიმდინარე წელს საცხოვრისში რამდენჯერმე ჩამოინგრა ჭერი, დაზიანდა საკომუნიკაციო საშუალებები. ობიექტის ფუნქციონირება თანდათან საშიში ხდებოდა მობინადრეთათვის. იქ მცხოვრები მოქალაქეები ქუთაისის მერიას პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით პერმანენტულად მიმართავდნენ. ამის გამო ქალაქის მერის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელმაც აღნიშნული შენობის ექსპერტიზის ჩატარების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნა კანონის შესაბამისად ქუთაისის მერიამ სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა. თვითმმართველობის პოზიციაა მკაცრად დაისაჯონ ის პირები ვისი გულგრილობის ბრალეულობაც გამოიკვეთება საქმეში. პარალელურად ადგილობრივმა თვითმმართველობამ შემსრულებელ კომპანია შპს „სანის“ მიმართა, რათა დაუყონებლივ დაიწყოს არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.

"ინტერპრესნიუსი"