გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ძლიერმა წვიმებით გამოწვეულმა და მეწყრულმა პროცესმა ონში, სოფელ ფსორი-ბაჯიხევის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა

4-07-2022

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გააქტიურა, რამაც სოფ. ფსორი-ბაჯიხევის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.

 

ჩაწყვეტილია გზის სხვადასხვა მონაკვეთი, რის გამოც აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალებით აკრძალულია.

 

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს სოფ. ჩორდი-ბაჯიხევის შემოვლითი გზით.

 

შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით შექმნილია, უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით, სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაითვლის მიყენებულ ზარალს და უმოკლეს პერიოდში გატარდება საჭირო ღონისძიებები.

 

სტიქიის ზონაში, მუნიციპალიტეტის მერთან - სერგი ხიდეშელთან ერთად, იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე - გიორგი მაქარაშვილი, მერის პირველი მოადგილე - გიორგი ნოდარიშვილი და მოადგილე - ლევან შერაზადიშვილი.