გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ნატოს შემფასებელთა ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა

6-06-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, თავდაცვისა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, თავდაცვისა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ძირითადი საკითხები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესს, გაწეულ სამუშაოსა და მიღებულ შედეგებზე შეეხებოდა. აღნიშნულ პროცესში აქტიურად მიმდინარეობს სამხედრო პერსონალის მართვის ძირითადი სისტემების განვითარება, როგორიცაა რეკურტირება, განვითარება, შენარჩუნება. შესაბამისად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეების სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და ადაპტაციის შესაძლებლობების განვითარება. 
შეხვედრას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის სამმართველოს უფროსი, ქეთევან თევზაძე, ნატოს ექსპერტები: ვალერი რატეჩევი, კრისტოფერ შტაუდი, ნეის ლიუისი, ალექსანდრე ოგოროდინკოვა, მარტიონ კოჟიელი, "იატა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლუკა მგელაძე.