გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ჩვენ წარვადგინეთ გეგმა, რომლის კორექტირების არავითარი საფუძველი არ არსებობს

6-07-2022

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი გეგმის კორექტირების არავითარი ობიექტური საფუძველი არ არსებობს.


„ჩვენ წარმოვადგინეთ დეტალური გეგმა, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას. აქ დეტალურად არის გაწერილი პასუხისმგებელი სუბიექტები და ეჭვს ვერავინ შეიტანს იმაში, რომ რამე ლოგიკაა დარღვეული. არის მისაღები კანონები. ძირითადად საუბარია კანონების მიღებაზე სხვადასხვა სფეროში და ტრადიციულად, შესაბამისი კანონები განიხილება ხოლმე შესაბამისი კომიტეტების მიერ. გეგმა არ ტოვებს არავითარ კითხვის ნიშანს. დეტალურად წერია, ვინ რას აკეთებს და როდის აკეთებს. აქედან გამომდინარე, კორექტირების არავითარი ობიექტური საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.


მისი თქმით, ოპონენტები აქამდე აცხადებდნენ, რომ ამ პუნქტების შესასრულებლად ე.წ. ტექნიკური მთავრობა უნდა ჩამოყალიბებულიყო, ახლა კი ამბობენ, რომ ამისთვის სამუშაო ჯგუფებიც არ არის საჭირო.


„გარდა იმისა, რომ არსებობს ობიექტური ინტერესი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, კანდიდატის თემაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას გვაქვს სუბიექტური ინტერესი, რომ ქვეყანამ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩვენი ობიექტური ინტერესიც და ასევე რეალურად, ჩვენ გვაქვს სუბიექტური ინტერესი. სამწუხაროდ, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი. ეს არის ის, რომ საქართველომ დეკემბერშიც არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამაში ხედავენ ერთადერთ შანსს, შანსს იმისა, რომ რაღაცნაირად არიონ სიტუაცია, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ეს ყველაფერი სამწუხაროდ, უკავშირდება ომის თემას.


ეს ომი, რა თქმა უნდა, იქნება საბედისწერო ჩვენი ქვეყნისთვის და ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ, ვერც არეულობას და ვერც ომს. აქედან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს იმ გეგმას, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ცდილობენ, რადიკალურ დღის წესრიგში დარჩნენ, რომელშიც დღემდე იყვნენ“, – განაცხადა კობახიძემ.


მისივე თქით, საზოგადოება დეკემბრის ბოლომდე დაინახავს, რომ ხელისუფლება საკითხს სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება და ყველა დაპირება იმ ვადებში შესრულდება, რომელიც გეგმაში იყო წარმოდგენილი.