გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა ხელფასიც 9 600 ლარს აღემატება, წლიურად 42%-ით არის გაზრდილი - PMCG

6-07-2022

2022 წლის მაისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.


მათივე ცნობით, 2022 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.


ამასთან, 2022 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 16.7%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.


რაც შეეხება იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, წლიურად 42%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 96%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2022 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.4% შეადგენდა.