გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ალბანეთის პრემიერ-მინისტრი: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ერთგვარი ანტიდეპრესანტული აბია

6-07-2022

ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ერთგვარი ანტიდეპრესანტული აბი. ამის შესახებ მან France24-თან ინტერვიუში განაცხადა.


ედი რამას თქმით, ალბანეთს აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2014 წლიდან, თუმცა „მიზეზი არ არის ის, რომ ალბანეთმა მიაღწია ნელ პროგრესს ევროკავშირისკენ, არამედ ის, რომ ევროკავშირმა ძალიან შეანელა საკუთარი მომავლისკენ სვლა“.


ალბანეთის მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ის იმედგაცრუებულია ევროკავშირის მიერ „ალბანეთისთვის და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის მიცემული დაპირების შეუსრულებლობის გამო“.