გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„გალტ & თაგარტის“ხელშეწყობით„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

6-07-2022

„გალტ &თაგარტი“ კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდისჩართულობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ გრძელდება.  პროექტის მთავარ მიზანს კი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

 

„გალტ ენდ თაგარტისა“ და BDO Georgia-ს ხელმძღვანელობით,პროგრამის პირველი ეტაპი ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის და იმ ბარიერების კვლევას დაეთმო, რომლებიც კომპანიებისთვისკაპიტალის ბაზრებზე წვდომას აფერხებს. პროგრამის მომდევნოეტაპზე კი, თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მისაღებად12 სხვადასხვა სექტორიდან 21 მოწინავე კომპანია დარეგისტრირდა. მათგან 10-მდე გამარჯვებული კანდიდატი შეირჩევა.

 

პროგრამაზე დარეგისტრირებული კომპანიების მიერ ჯამურად დაგეგმილი ემისიის მოცულობა 800-900 მილიონი ლარია. რამაც შესაძლოა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე არსებული ფასიანი ქაღალდების მოცულობა ₾520 მილიონიდან ₾1.3-1.4 მილიარდამდე გაზარდოს.

 

პროექტის მომდევნოეტაპი კაპიტალის ბაზრის წახალისების მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს. კონკრეტულად, პროგრამა შერჩეულ კომპანიებსსავალო ან/და წილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით,კაპიტალის ბაზრის ათვისებაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულიკომპანიები ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯებისთანადაფინანსებით ისარგებლებენ.

 

“მოხარული ვართ, რომ EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, გვეძლევა შესაძლებლობა BDO Georgia-სთან ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსგავსი მნიშვნელობის ინიციატივის განხორციელებაში.პროექტით დაინტერესებულთა რიცხვმა მოლოდინს გადააჭარბა. სასიხარულოა, რომ მონაწილეობის სურვილი 12 სხვადასხვა სექტორის 21-მა მოწინავე კომპანიამ გამოხატა. მნიშვნელოვანია, რომპროგრამის მხარდაჭერით, წარმატებული ემისიის შემთხვევაში, საქართველოს კაპიტალის ბაზარზე შესაძლოა 15 ახალი ემიტენტი გამოჩნდეს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული წლის მდგომარეობით საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ჯამში 12 კორპორატიული ემიტენტი იყო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზარზე პირველი მწვანე და სოციალური პასუხისმგებლობის მიზნობრიობის ობლიგაციების გამოშვებას. გვჯერა, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად წაახალისებს საქართველოში როგორცკაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ასევე ბაზარზე ახალი მოთამაშეებისა და ემისიების გამოჩენას “, – განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cms.org.ge/en/about-project