7-07-2022
,,სანამ სხდომა ჩაინიშნება, კანონს კენჭს უყრი და მწვანე ღილაკს თითს დააჭერ, არის ხანგრძლივი სამუშაო პროცესი. დიდი თემებია, როგორიც არის, საარჩევნო და სასამართლოს თემები. უამრავი თემაა, რომელსაც სჭირდება სამუშო ჯგუფებში შეჯერება, დახვეწა. სულ რომ პრინციპებზე იყო შეთანხმებული, ამ დროსაც უამრავი დეტალი ამოვარდება ხოლმე, რაც გავლას, დახვეწას საჭიროებს და ხანდახან, მეორე მოსმენას ვიდრე დავამთავრებთ, იქ იცვლება დეტალები,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ იმედი LIVE - ეთერში.
როგორც მდინარაძემ განმარტა, ვიდრე კანონპროექტი სესიაზე გავა, არის ბევრი შესათანხმებელი საკითხი, ამიტომ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 პუნქტის შეთანხმებას სჭირდება სამუშო პროცესი საკომიტეტო ფორმატში.
,,მოდი, აღვწეროთ სამუშაო პროცესი, რომლის გეგმაც ჩვენ დავდეთ საზოგადოების წინაშე. ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ მართლა გონიათ, რადგან ახლა სხდომები და სესიები არ არის, რომ საკომიტეტო მუშობა შეჩერებულია. საკომიტეტო მუშაობა პარლამენტში საჭიროებისამებრ, გრძელდება. დღეში ათი კომიტეტის ჩატარება რომ დაგჭირდეს, სხვადასხვა კომიტეტებზე მაქვს საუბარი ათივე უნდა ჩავატაროთ. კვირაში შვიდი დღე რომ დაგჭირდეს, არანაირი შეზღუდვა არ არის. სესიის დღეები ამას არ ზღუდავს. არ არის აუცილებელი, რომ სხდომები მიმდინარეობდეს იმისათვის, რომ საკომიტეტო მუშაობა გრძელდებოდეს. ჯერ იკრიბება სამუშო ჯგუფები, შემდეგ მუშაობა გრძელდება კომიტეტებში და ამის შემდეგ უკვე გადის სესიაზე თითოეული კანონპროექტი. ფინალურ ეტაპამდე იმდენი საქმეა, რომ ახლა აბსოლუტურად არარელევანტურია მოთხოვნა პირდაპირ სესიის ჩანიშვნის. სულ, რომ ხვალ ჩანიშნო სესია, რა უნდა გაიტანო, კაციშვილი ვერ გეტყვის, რათა 12 პუნქტის რეალიზება მოხდეს,’’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.