გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე რადიკალურ პოზიციაზე: იმ დროს, როდესაც შენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი დგას, ჩანასახშივე ჩანს, რომ ევროპულ რეკომენდაციებს ბოიკოტს უცხადებენ

7-07-2022

იმ დროს, როდესაც შენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი დგას, როდესაც მთავარი საკითხი, დათქმა და პირობა რეკომენდაციების შესრულებაა, ჩანასახშივე ჩანს, რომ ევროპულ რეკომენდაციებს ბოიკოტს უცხადებენ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ “იმედი Live”-ში.

 

მისი თქმით, ყველაფერს ლაპარაკობენ იმის გარდა, რომ ჩაერთვებიან პროცესში და მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში.

 

„ყველაფერი ხელისგულზეა, შევასრულებთ თუ არა, ქართული საზოგადოებაც და საერთაშორისო საზოგადოებაც ხომ დაინახავს. რანაირად უნდა მოხდეს, რომ არ შევასრულოთ და მერე სხვა რამეს დავაბრალოთ? თუ ჩვენ ეს გეგმა მოქმედებაში არ მოვიყვანეთ, რაზეც ვილაპარაკეთ და ხვალიდან პირველი შეხვედრა რომ არის პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქმიანად არ მივუდექით, არ ვიმუშავეთ, ნორმები არ შევქმენით, თითოეული პუნქტი მოქმედებაში არ მოვიყვანეთ, ვის მოატყუებ გულით რომ გინდოდეს, როგორ უნდა მოატყუო საზოგადოება ან ქვეყნის შიგნით არ ქვეყნის გარეთ? ახლა ყველაფერს ლაპარაკობენ იმის გარდა, რომ ჩაერთვებიან ამ პროცესში და მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში. ყველაზე ცუდი ის არის, რომ იმ დროს, როდესაც შენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი დგას, როდესაც მთავარი საკითხი, დათქმა და პირობა ამ რეკომენდაციების შესრულებაა, ჩანასახშივე ჩანს, რომ ევროპულ რეკომენდაციებს ბოიკოტს უცხადებენ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.