გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბინადართა ნაწილი მერიასთან აქციას მართავს

7-06-2018

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბინადართა ნაწილი მერიასთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეებს სოლიდარობას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია უცხადებს. 
აქციის მონაწილეების განცხადებით, ლევან სამხარაულის ბიუროს მიერ დადებული დასკვნა არის გაყალბებული და რეალობას არ ასახავს. მათი თქმით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს საცხოვრი მათ დააზიანეს.

"მოვითხოვთ, რეალურ დასკვნას, რადგან რეალობა უფრო რთულია, ვიდრე დასკვნაში წერია. ამბობენ, რომ ჩვენ დავაზიანეთ ნაწილი", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 
აქციის მონაწილეები ალტერნატიულ ფართში გაყვანას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. 

აღსანიშნავია, რომ საცხოვრისში არსებულ მდგომარეობას ბინადართა ნაწილი არ აპროტესტებს. 

აქციის მონაწილეები მერიაში შევიდნენ ვიცე მერთან შესახვედრად. 

"ინტერპრესნიუსი"