გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოთარ შამუგია USDA-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ჯიუველ ბრონოს შეხვდა

8-07-2022

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯიუველ ბრონოსთან გამართულ შეხვედრაზე სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდის, უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომის და ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის საკითხები განიხილა.


„ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს ხორბლის პროდუქტიულობის გაზრდის კუთხით. სავსებით რეალურია, საქართველომ მოახერხოს 300 -400 ათასი ტონა ხორბლის წარმოება, რაც საშუალებას მოგვცემს, შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართულ აგროსასურსათო პროდუქტს აქვს პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის თვალსაზრისით; მათ შორის ქართულ ღვინოს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 6 თვის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტი 15 პროცენტით გაიზარდა.


როგორც USDA-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯიუველ ბრონომ შეხვედრაზე აღნიშნა, ამერიკის სოფლის განვითარების სახელმწიფო დეპარტამენტი მზად არის, გააგრძელოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და ტექნიკურ მხარდაჭერას.


შეხვედრას საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.