8-07-2022
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში დამოუკიდებელი დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს ეხმიანება, სადაც რამდენიმე თემას განიხილავს მათ შორისაა, არასამთავრობო ორგანიზაციები. ანალიტიკოსი ეკა გიგაურის განცხადებას მოღალატეობრივს უწოდებს.
„რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ“ -ეს "საუკუნის" გამოძახილი ეკუთვნის ქართული "NGO"-სექტორის დედოფალ ეკა გიგაურს... ადრეც გამოვეხმაურე ამ მოღალატეობრივ განცხადებას და დღეს ოცნებიდან წასულ დეპუტატს წერილით მიუმართავს ამერიკის ელჩისთვის, სადაც ეს განცხადებაც მოხვდა... ჰო და ეს დასავლელი ლობისტების ნებიერა ეკა რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს ნეტავ, თუ არ უქმნის უხერხულობას მის მფარველებს?!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.