გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოთარ შამუგია USAID - ის ევროპის და აზიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეს, ალექსანდრე სოკოლოვსკის შეხვდა

8-07-2022

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპის და აზიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეს, ალექსანდრე სოკოლოვსკის შეხვდა.

 

როგორც ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე განაცხადა,  ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებისთვის  არაერთ მნიშვნელოვან პროგრამასა და პროექტს ახორციელებს და ხელშესახები შედეგებიც სახეზეა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, 2018 წლიდან, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში USAID-ის მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერის ფაქტს.

 

ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, 2018 წელს დაწყებული თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტი წარმატებით დაასრულა. 30,000 ტონა დაბალი ხარისხის თხილიდან სექტორმა შეძლო მოსავლიანობის გაორმაგება და 60,000 ტონამდე საშუალო და კარგი ხარისხის თხილის მოსავლის მიღება.

 

შეხვედრაზე ყურადღება ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის საკითხზე გამახვილდა. ოთარ შამუგიამ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო ათწლიანი სტრატეგიის ჭრილში გეგმავს მთელი რიგი მარკეტინგული აქტივობები განახორციელოს სტრატეგიულ ბაზრებზე, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ასევე პირდაპირ აისახება ქართული ღვინის ექსპორტის ზრდაზე. ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობს ამერიკულ  კომპანიასთან, რომელმაც ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების მიზნით შეიმუშავა პოპულარიზაციის და მარკეტინგის გეგმა, რაც მნიშვნელოვნად აისახება ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე გაყიდვების ზრდაზე.

 

ალექსანდრე სოკოლოვსკიმ მზადყოფნა გამოთქვა, USAID-ის რეგიონული ოფისის ჩართულობით გააგრძელოს ქართულ მხარესთან თანამშრომლობა, მხარი დაუჭიროს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაინტერესებული კომპანიები ერთმანეთთან დააკავშიროს.

 

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს დესპანი გიორგი ციკოლია ესწრებოდნენ.