გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ჩოხატაურში ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური ხსნარით მოწამლული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

7-06-2018

ჩოხატაურის რაიონის სოფელ კოხნარის მკვიდრი 79 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური ხსნარის მიღების გამო მოიწამლა, მძიმეა.
პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს მეხსიერების პრობლემა აქვს.
„მიიღო მავნე მწერების საწინააღმდეგო სითხე შემთხვევით, ეს პაციენტი არის ინსულტის შემდგომი პერიოდის. უტარდება ადეკვატური მკურნალობა. ტოქსიკოლოგებიც ჩართულები არიან. ზოგადად, მდგომარეობა მძიმეა“- განაცხადა კლინიკა „მედალფას“ მთავარმა მენეჯერმა, ანტონ ხუნდაძემ.