გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს სომხეთის ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის დელეგაცია სტუმრობს

8-07-2022

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია ფინანსთა მინისტრ ტიგრან ხაჩატრიანისა და სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის, რუსტამ ბადასიანის ხელმძღვანელობით.


ვიზიტის მიზანია, საჯარო ფინანსების მართვის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სფეროში, ასევე, საგადასახადო და საბაჟო მიმართულებებით ურთიერთთანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და შედეგად, ორივე ქვეყნის შესაბამისი სამსახურების ეფექტიანობის გაზრდა.

დღეს დელეგაციის წევრები ფინანსთა სამინისტროში შეხვდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს, ლევან კაკავას.


გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.


მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები. სტუმრები გაეცნენ მაკროეკონომიკური პოლიტიკის საკითხებს, ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, ასევე, საგადასახადო და საბაჟო სფეროში საქართველოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებს.


ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ, რუსტამ ბადასიანმა, ხელი მოაწერეს ოქმს „მონაცემთა გაცვლის წინასწარი ელექტრონული სისტემის სრული დანერგვის შესახებ". აღნიშნული ოქმი, შესაძლებლობას აძლევს მხარეებს უზრუნველყონ წინასწარი ინფორმაციის გაცვლა ორი ქვეყნის საზღვრებს შორის გადაადგილებულ ტვირთებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე. ოქმის ამოქმედება ხელს შეუწყობს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოების მოთხოვნების აღსრულებასა და კანონიერ ვაჭრობას.


ოპერატიულ რეჟიმში ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლა მნიშვნელოვნად გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და გაზრდის კონტროლის ღონისძიებების ეფექტურობას, როგორც საბაჟო-გამშვებ პუნქტებში, ისე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში.