გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერს შეხვდა

8-07-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ავსტრიის რესპუბლიკაში. პრემიერ-მინისტრი ვენაში ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის პირადი მიწვევით ჩავიდა.


ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებული შემადგენლობით შეხვდა.


საუბარი შეეხო საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის დღის წესრიგის გაძლიერებას.


შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის მიმართ ავსტრიის რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ავსტრია კვლავ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხილვას დაეთმო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის აგრძელებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას.


ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) შორის წარმატებული და ეფექტიანი პარტნიორობა. სააგენტომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ამბიციური რეფორმების განხორციელებაში, კერძოდ, საქართველოს რეგიონების განვითარებაში.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები ტურიზმისა და ენერგეტიკის მიმართულებით, ასევე საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის რეგიონებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება.


პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ნეჰამერი საპასუხო ვიზიტით საქართველოში დაპატიჟა.


საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.