8-07-2022
2020 წელთან შედარებით საქართველოში 14.6%-ით გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ხელფასს იღებს, - ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, 2022 წლის მაისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით არის გაზრდილი.
ამასთან, 2022 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
როგორც „იმედინიუსს“ PMCG-ში განუმატეს, აღნიშნულ პუბლიკაციაში გამოყენებულია, შემოსავლების სამსახურისა და jobs.ge-ს მონაცემები. jobs.ge-ს მონაცემებში ცდომილება არ არის და ზუსტად ასახავს სტატისტიკას.
„რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის ნაწილს, ამ შემთხვევაში მცირე ცდომილება შეიძლება არსებობდეს, რადგან შემოსავლების სამსახურის სტატისტიკას მუდმივად ემატება მონაცემები. მაგალითად 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემები რაც ჩვენ გვაქვს გრაფიკზე გამოტანილი, შეიძლება შეიცვალოს, რადგან პუბლიკაციის გამოქვეყნების დღის შემდეგ სავარაუდოდ დაემატებოდა მონაცემები შემოსავლების სამსახურის ბაზას და მაჩვენებელი მცირედით გაიზრდებოდა“, - აღნიშნეს კვლევის ავტორებმა.