გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

PMCG: საქართველოში სამუშაო ვაკანსიების რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 67%-ით მეტია

8-07-2022

2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, 33,703 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.geზე, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 67%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის


პერიოდთან შედარებით, 101%- ით გაზრდილი მაჩვენებელია, - ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი.


2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, jobs.geზე გამოქვეყნებული ვაკანსიების


საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 9.6% შეადგინა.


როგორც „იმედინიუსს“ PMCG-ში განუმატეს, აღნიშნულ პუბლიკაციაში გამოყენებულია, შემოსავლების სამსახურისა და jobs.ge-ს მონაცემები. jobs.ge-ს მონაცემებში ცდომილება არ არის და ზუსტად ასახავს სტატისტიკას. „რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის ნაწილს, ამ შემთხვევაში მცირე ცდომილება შეიძლება არსებობდეს, რადგან შემოსავლების სამსახურის სტატისტიკას მუდმივად ემატება მონაცემები. მაგალითად 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემები რაც ჩვენ გვაქვს გრაფიკზე გამოტანილი, შეიძლება შეიცვალოს, რადგან პუბლიკაციის გამოქვეყნების დღის შემდეგ სავარაუდოდ დაემატებოდა მონაცემები შემოსავლების სამსახურის ბაზას და მაჩვენებელი მცირედით გაიზრდებოდა“, - აღნიშნეს კვლევის ავტორებმა.