გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოსური მხარე: მდინარე ლიახვში დაკარგული 51 წლის მამაკაცი შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იყოს

7-06-2018

მდინარე დიდ ლიახვში 51 წლის ცხინვალელი მამაკაცი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მხარე ავრცელებს. მას ადგილობრივი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამ დრომდე ვერ მიაგნეს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, ადიდებულმა მდინარემ მამაკაცი, სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიისკენ წაიღო.

51 წლის მამაკაცი 6 ივნისს საღამოს, დაახლოებით, 18:00 საათზე მდინარემ გაიტაცა. ინფორმაცია დღეს ერგნეთში მიმდინარე მოლაპარაკების დროს ქართულ მხარეს აცნობეს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე კი რამდენიმე საკითხს განიხილავენ, მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილის წამებას. ქართულმა მხარემ წინა შეხვედრაზე ორგანოების გადმოცემის საკითხი დააყენა, თუმცა მაშინ სეპარატისტებმა დრო დღევანდელ შეხვედრამდე ითხოვეს.

მონაწილე მხარეებს დღეს საქართველოს წარმომადგენელი სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას წარუდგენს, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ჩაუტარდა.

"რუსთავი2"