გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის ავსტრიის მადლობელი ვარ

8-07-2022

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის ავსტრიის მადლობელი ვარ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან შეხვედრის შემდეგ წერს.


მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ სამომავლო პარტნიორობა ყველა ფორმატში გაფართოვდება.


„აქტიური პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების შესახებ ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერ კარლ ნეჰამერთან. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის ავსტრიის მადლობელი ვარ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი სამომავლო პარტნიორობა ყველა ფორმატში გაფართოვდება", - წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში".