გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკის ფარგლებში ბათუმში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა

8-07-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ბათუმში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება – „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ გაიმართა.

 

მეცნიერების განვითარების ხელშეწყობისა და ამ მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით, დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილენუნუ მიცკევიჩმა, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

 

როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, მეცნიერების მხარდაჭერის კუთხით უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები ხელს შეუწყობს საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი სივრცის ევროპულ სივრცესთან დაახლოებას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა კვლევითი მიმართულებით შეიქმნება კონსორციუმები, რომლებიც „ჰორაიზონ ევროპის“ ჩარჩო პროგრამის ფარგლებში გააგრძელებენ ევროპულ მხარესთან თანამშრომლობას.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველო 2022-2023  წლებში, ევროკომისიასთან ერთად, იქნება შავი ზღვის სტრატეგიული კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებს, რეაგირება მოახდინონ შავ ზღვასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ გამოწვევებზე. სწორედ ეს შესაძლებლობა დაედო საფუძვლად ბათუმში გამართულ ფართომასშტაბიან   ღონისძიებას, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ გაიხსნა.

 

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები შავი ზღვის რეგიონის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ფოლკლორის, ტურიზმის, ეკოლოგიის, ბიომრავალფეროვნების, ტოპონიმიკის, რელიგიათმცოდნეობის, ფილოსოფიის, არქიტექტურის, სამართლისა და სხვა მიმართულებით. კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით ჩატარდა.

 

 

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა  სამეცნიერო პიკნიკი, სადაც 30-ზე მეტ პავილიონში  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების მიერ, წარმოდგენილი იყო შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების, კლიმატის, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურულ-ისტორიული და სხვა მიმართულებით არსებული უახლესი სამეცნიერო პროექტების შედეგები, ზღვის თემაზე შესრულებული მოსწავლეთა ნახატები, ასევე მოზარდებზე გათვლილი სახალისო შემეცნებითი აქტივობები. სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებების მთავარ მიზანს ახალგაზრდების საბუნებისმეტყველო საგნებითა და მეცნიერული კვლევებით დაინტერესება წარმოადგენს. შესაბამისად, ღონისძიებაზე ყველა ასაკის დამთვალიერებელთა შორის მრავლად იყვნენ მოსწავლეები აჭარის რეგიონიდან.

 

 

ღონისძიების დასასრულს შავი ზღვის თემატიკაზე შესრულებული სამეცნიერო ნახატების კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრებიც გადაეცათ.

 

 

სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი მილენიუმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბათუმის ტექნოპარკი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, ბათუმის ბოტანიკური ბაღი.