გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ევროკომისია უკრაინისთვის გამოყოფილ $1.5-მილიარდიან სესხს ბლოკავს - Bloomberg

8-07-2022

ევროკომისიის საბიუჯეტო კომიტეტი უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილ $1.5-მილიარდიან სესხს ბლოკავს. ინფორმაციას ამის შესახებ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს.


საკითხი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ გამოყოფილ სესხს უკავშირდება, რომლის გაცემაზე ბანკი გასულ თვეს დათანხმდა, თუმცა EU-ს აღმასრულებელ ორგანოს ის საბოლოოდ ჯერაც არ დაუდასტურებია.


Bloomberg-ის ცნობით, კომისიის წარმომადგენლები პრობლემურ საკითხად უკრაინის დეფოლტირების რისკებს ასახელებენ. მათი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ვერ შეძლებს აღნიშნული ვალდებულების მომსახურებას, ევროკავშირი მზად უნდა იყოს ზარალის მისაღებად და სესხის გაცემამდე დაზღვევის შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული.


ზოგადად, სესხის დანაკარგის რეზერვის სახით კომისია თანხის საერთო მოცულობის 9%-ს მოითხოვს, თუმცა ამ შემთხვევაში, საუბარია 70%-იან რეზერვზე, რაც უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია და იმაზე მიუთითებს, რომ საბიუჯეტო კომიტეტი აღნიშნულ სესხს დეფოლტირების მაღალი რისკის ზონაში განიხილავს.


სავარაუდოდ, $1.5-მილიარდიან დახმარებას უკრაინის მთავრობა დაგვიანებით, თუმცა მაინც მიიღებს, მაგრამ მოცემული შემთხვევა აჩენს იმის ფიქრის საშუალებას, რომ სამომავლო დაფინანსებებთან მიმართებით ევროკავშირი მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს და სავარაუდოდ, უკრაინისთვის გათვლილი თანხის საერთო მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირება.