გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

იმერეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები განიხილეს

7-06-2018

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს ქუთაისში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის წარმომადგენლები და იმერეთის რეგიონის სოფლების რწმუნებულები მონაწილეობდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ და საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ მავნებელთან ბრძოლის შედეგებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს და სოფლების რწმუნებულებისგან მოისმინეს ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები პირველ ეტაპზე შედეგიანი აღმოჩნდა და ღონისძიებების მეორე ეტაპზეც სახელმწიფო სამსახურები კოორდინირებულად იმუშავებენ.