9-07-2022
სუვერენული ქვეყნის პარლამენტარის ცინიკურად ტყუილებში დადანაშაუალება, არის დიპლომატიური წითელი ხაზების უხეში დარღვევა ,,არ ვარ გულუბრყვილო, რომ დავწერო - აშშ-ის ელჩმა ვერ გაიგო საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილს ღია წერილის შინაარსი ანდა არასწორად უთარგმნეს, ანდა არ ეცნობა იმას თუ რა ხდება საქართველოში და რა უმსგავსო განცხადებებს აკეთებენ საქართველოზე უკრაინის ცალკეული ჩინოსნები,” - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, პარლამენტის წევრის ყაველაშვილის შესახებ.
როგორც აბაშიძე წერს, სუვერენული ქვეყნის პარლამენტარის ცინიკურად ტყუილებში დადანაშაუალება, მით უმეტეს, რომ წერილში ასეთი რამ არ წერია, არის დიპლომატიური წითელი ხაზების უხეში დარღვევა.
,,არ ვარ გულუბრყვილო, რომ დავწერო - აშშ-ის ელჩმა ვერ გაიგო საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილს ღია წერილის შინაარსი ანდა არასწორად უთარგმნეს. ანდა არ ეცნობა იმას თუ რა ხდება საქართველოში და რა უმსგავსო განცხადებებს აკეთებენ საქართველოზე უკრაინის ცალკეული ჩინოსნები. სად ამოიკითხა კელი დეგნანმა ტყუილები და შეთქმულების თეორიები? სუვერენული ქვეყნის პარლამენტარის ცინიკურად [თურმე ბოლომდე არ წაუკითხავს წერილი] ტყუილებში დადანაშაულება, მით უმეტეს, რომ წერილში ასეთი რამ არ წერია, არის დიპლომატიური წითელი ხაზების უხეში დარღვევა! ეს ჩემგან არ ესწავლება ელჩ დეგნანს და ჯობია გადასცეს ვაშინგტონელ კურატორებს, რომ მისი მიკერძოებული პოლიტიკური განცხადებები აღვივებს ანტიამერიკულ განწყობებს, რაც ФСБ-სა და СВР-ს სახელმძღვანელოების გაცნობის გარეშეც თვალნათელია,” - წერს ანალიტიკოსი.