სამშაბათი, ივლისი 22, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

TOP.GE
დავით ქართველიშვილი: რომელ 22 ორგანიზაციაზე საუბრობს ქალბატონი ელჩი? ვინც ბაკურიანში შეიკრიბა და რადიკალური პოლარიზაციის გეგმა დაწერა? ვინც მანამდე საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა?

9-07-2022

"ქალბატონი დეგნანი ვალდებულია ღიად დააფიქსიროს პოზიცია “ტექნიკურ მთავრობასთან” დაკავშირებით, მთავარი საკითხი ახლა ეს არის, თორემ გეგმა დაწერა მთავრობამ და მოიწონა ევროპალრლამენტმა იმის ნაცვლად, რომ მათ ნარატივს გაემიჯნოს ქალბატონი ელჩი, ამ ორგანიზაციების ნაწერს ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ 12 პუნქტთან აკავშირებს. ეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შეფერხებას ხომ არ ისახავს მიზნად? ჩვენ ვიცით, სინამდვილეში, მათ ერთი გეგმა აქვთ, რომელსაც აღსრულება არ უწერია. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ თუ აშშ-ს ელჩი არ გასცემს საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს პასუხს, კითხვები უფრო მოიმატებს და ეს უკვე ფაქტია- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. "რომელ 22 ორგანიზაციაზე საუბრობს ქალბატონი ელჩი? იმ ორგანიზაციებზე ხომ არა, ვინც ბაკურიანში შეიკრიბა და რადიკალური პოლარიზაციის გეგმა დაწერა? ვინც მანამდე საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა და ვისაც “ტექნიკური მთავრობის” გეგმა ჩაუფლავდა? იმის ნაცვლად, რომ მათ ნარატივს გაემიჯნოს ქალბატონი ელჩი, ამ ორგანიზაციების ნაწერს ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ 12 პუნქტთან აკავშირებს. ეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შეფერხებას ხომ არ ისახავს მიზნად? ჩვენ ვიცით, სინამდვილეში, მათ ერთი გეგმა აქვთ, რომელსაც აღსრულება არ უწერია. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ თუ აშშ-ს ელჩი არ გასცემს საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს პასუხს, კითხვები უფრო მოიმატებს და ეს უკვე ფაქტია. ქალბატონი დეგნანი ვალდებულია ღიად დააფიქსიროს პოზიცია “ტექნიკურ მთავრობასთან” დაკავშირებით. მთავარი საკითხი ახლა ეს არის, თორემ გეგმა დაწერა მთავრობამ და მოიწონა ევროპალრლამენტმა. თუ დიპლომატი “ტექნიკურ მთავრობაზე” კითხვას ისევ აარიდებს თავს, ის დააზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც წარმოადგენს და რისი სურვილიც ჩვენ არ გვაქვს"- წერს ქართველიშვილი Facebook- ზე.