9-07-2022
,,გონივრული ეჭვია იმის, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული პოლიტშარლატანები დიდ მაქინაციებშია გახვეული აი იმ პუტინის რუსეთთან, რომელსაც ვითომდაც ებრძვიან სინამდვილეში კი, როგორც ირკვევა კრემლთან ჩახუტებულ-ჩამარყუჟებულნი არიან!” - წერს ედიშერ გვენეტაძე კონგრესმენი ვიქტორია სპარის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის გაგზავნილ წერილის შესახებ.
როგორც გვენეტაძე წერს, წინ დიდი სანახაობები გველოდება.
,,დამთავრდეს ეს დაძაბული პერიოდი და ვნახავთ ძალიან საინტერესო პროცესებს! მხედველობაში მაქვს ლიაკა ხოშტარიას მსგავსი "პუტინის მოწინააღმდეგე" რუსულ რუბლებზე მჯდარი პოლიტიკოსების პოლიტთავების გაგორება! უდიდესი გონივრული ეჭვია იმის, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული პოლიტშარლატანები დიდ მაქინაციებშია გახვეული აი იმ პუტინის რუსეთთან, რომელსაც ვითომდაც ებრძვიან სინამდვილეში კი, როგორც ირკვევა კრემლთან ჩახუტებულ-ჩამარყუჟებულნი არიან! და უდიდეს "მაყუთებს" ღუნავენ! აი აქვე ნახეთ აქაური და იქაური ნაცების სათაყვანო ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის დიდად "პატივცემული" ერმაკის ოდისეა!
ეჭვგარეშეა ამ აფერისტებთან მჭიდრო კავშირში იმყოფებიან აქედან გადახვეწილი აფერისტგაქნილები: მერაბიშვილები, ლორთქიფანიძეები, ადეიშვილები. რომელთაც ისე ტკივათ უკრაინა, როგორც მე აცტეკების ტომები! ამათი იქ ყოფნის მთავარი ამოცაანა იქ არსებული მათივე ბიზნესების დაცვა და ახალა შემოსული თანხების ჯიბეებში ჩაცინცილება! ნათქვამია: "არაფერი არა არს დაფარული, რომელიც არ გაცხადდებისო"! ამიტომაც ძალიან დიდი სანახაობები გვევლინება წინ, ძალიან დიდი! მოიმზადეთ პოპკორნი!” - წერს გვენეტაძე.