9-07-2022
აშშ-ის მიერ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ (!!) აღიარების შემდეგ 30 წლის მანძილზე, აქ აშშ-ის არაერთი ელჩი გამოიცვალა და არ მახსენდება რომელიმეს მიმართ ამდენი პრეტენზია ჰქონოდეს საზოგადოების და პოლიტიკური კლასის უმრავლესობას, რაც ამჟამინდელი ელჩის მიმართ - ამის შესახებ ანალიტიკოზი ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქზე” წერს. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, მიზეზთა გამო ბევრი თავს იკავებს საჯაროდ გამოხატოს წყრომა.
„აშშ-ის მიერ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ (!!) აღიარების შემდეგ 30 წლის მანძილზე, აქ აშშ-ის არაერთი ელჩი გამოიცვალა და არ მახსენდება რომელიმეს მიმართ ამდენი პრეტენზია ჰქონოდეს საზოგადოების და პოლიტიკური კლასის უმრავლესობას, რაც ამჟამინდელი ელჩის მიმართ.
ვიცი რომ მიზეზთა გამო ბევრი თავს იკავებს საჯაროდ გამოხატოს წყრომა. ისიც ვიცი, რომ მის წინამორბედ ელჩებსაც ჰქონიათ პრეტენზიები აქაურ ხელისუფლებებთან, გარკვეულ თემებზე უთანხმოება, მაგრამ ეს ყველაფერი შეძლებისდაგვარად დიპლომატიური ეტიკეტის დაცვით გვარდებოდა, და არცერთ მათგანს არ მიუცია თავისთვის უფლება, მოქცეულიყო ისე, როგორც ახლანდელი ელჩი. თუ მისი ქცევა არის აშშ-ის მთავრობის პოლიტიკის გამოძახილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მაშინ უკვე სხვა დისკურსში გადადის ურთიერთობები - წერს ზაალ ანჯაფარიძე.