გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მამუკა მდინარაძე: ისტორიას დარჩება მხოლოდ ერთი რამ, რომ ოპოზიციის ნაწილმა სამწუხაროდ ბოიკოტი გამოუცხადა ევროპას და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას

9-07-2022

„მომავალში წარსული უფრო ადვილად ჩანს ხოლმე და საბოლოო ჯამში ყველა მიხვდება, რომ ამ ადამიანებმა ბოიკოტი ევროკავშირის რეკომენდაციებს და ევროპას გამოუცხადეს“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი - მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ისტორიას დარჩება მხოლოდ ერთი რამ, რომ ოპოზიციის ნაწილმა სამწუხაროდ ბოიკოტი გამოუცხადა ევროპას და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას.

 

„ისტორიას დარჩება მხოლოდ ერთი რამ, რომ ოპოზიციის ნაწილმა სამწუხაროდ ბოიკოტი გამოუცხადა ევროპას და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას. როგორ შეფუთავენ ისინი ამ ყველაფერს ეს ისტორიას არ დარჩება. რას იტყვის ვაშაძე, როგორ უღირსად დაელაპარაკება თამთა სანიკიძეს პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტები როგორ დაუჭერენ მხარს თქვენს კოლეგას, ესენი ისტორიას არ დარჩება. ევროპის საბოტაჟი და კომიის რეკომენდაციების საბოტაჟი დარჩება ისტორიას და ამ ფაქტს ვერსად წაუვლენ“- განაცხადა მდინარაძემ.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა „ქართულ ოცნებას“ ძალიან აწყობს კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც არ აწყობს “ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ისინი ამაში ხედავენ თავისი პარტიის დასასრულს. „რაც არ უნდა სუბიექტური იყოს რომელიმე პარტია „ქართული ოცნება“ იქნება, „ნაცმოძრაობა“, „გირჩი“თუ სხვა, ამ სუბიექტივიზმშიც უნდა ვნახოთ ლოგიკა. ირაკლი კობახიძემ ამაზე ისაუბრა, სუბიექტურად „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რადგან ეს ჩვენს პოზიციებს გაამაგრებს, ისედაც გაზრდილ რეიტინგს კიდევ უფრო გაზრდის და სუბიექტურად „ნაცმოძრაობას“ არ აწყობს კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ ისედაც დასუსტებული და პრაქტიკულად განადგურებული პოლიტიკური ძალა უფრო განადგურდება, რადგან ისინი ამაში ხედავენ თავისი პარტიის და სუბიექტური მიზნების დასასრულს“- განაცხადა მდინარაძემ.