პარასკევი, მაისი 30, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
მამუკა მდინარაძე: თუკი ვინმეს უნდა, რომ ომი და ქაოსი იყოს, საბოლოო ჯამში ეს მიდის რუსულ ინეტერსებთან

10-07-2022

„ამ ქვეყანაში ქაოსი, არეულობა, ომი უნდა რუსეთს, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩს, კელი დეგნანს, ნამდვილად დავეთანხმები ამაში, რომ მართლაც რუსული ნარატივია ომის ნარატივი ამ ქვეყანაში. თუკი ვინმეს უნდა, რომ ომი და ქაოსი იყოს, საბოლოო ჯამში ეს მიდის რუსულ ინეტერსებთან და ამიტომ არის რუსული ნარატივი“- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

 

კითხვაზე, თუ ოპოზიცია ასეთი მძლავრია, რომ გარე სპექტრში ახერხებს ასეთი ჩანაწერების განხორციელებას, რატომ ვერ მოახერხა მმართველმა გუნდმა შესაბამისი არგუმენტების წარდგენა და გაბათილება მამუკა მდინარაძემ უპასუხა: „ნაცმოძრაობა“ კი არ არის ასეთი ძლიერი, მათი დავალებების მიმცემები არიან, ლობისტებს რომ ვეძახით. ის ხალხი, ვინც ამას აკეთებს და შემდეგ მესიჯებითაც და განცხადებებითაც უჭერს მხარს არიან მათი დავალების მიმცემები."