გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კომპანია "სტრუიკ გრუო ჯორჯია" „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გია აბულაძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

7-06-2018

კომპანია "სტრუიკ გრუო ჯორჯია" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გია აბულაძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც კომპანიაში განაცხადეს, ახალ ბულვარში ნაპირსამაგრი სამუშაოები ინტესიურად მიმდინარეობს და 2019 წლის ნოემბერში დასრულდება. 

„პროექტის დასრულების შემდეგ სანაპირომდე სპეციალურად 12 საფეხმავლო ხიდი აშენდება. რაც შეეხება, სამშენებლო ნარჩენებს, ნარჩენები კომპანიას ნაგავსაყრელზე დაქუცმაცებული გააქვს“, - აცხადებენ კომპანიაში. 

ბათუმში ახალი ბულვარის სანაპიროს მოსაწესრიგებლად ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ჰოლანდიური კომპანია "სტრუიკ გრუო ჯორჯია" წელიწადნახევარია ასრულებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გია აბულაძე აცხადებს, რომ ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი გაუმჭვირვალეა და მაღალჩინოსნების კერძო ინტერესები იკვეთება. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფიქრობს, რომ საკითხით აუდიტის სამსახური და პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

"ინტერპრესნიუსი"