11-07-2022
როგორც ცნობილია, ჩვენი თანამემამულეების დიდი რაოდენობა შეერთებულ შტატებში მექსიკიდან შედის და მათი ნაწილი, რომელთაც ახლობელი ხვდება, ნიუ-იორკში, კერძოდ ბრუკლინში რჩება, უმრავლესობა კი აბსოლუტურად მიუსაფარია.
როგორც newspress.ge-ს ამერიკა-კანადის ბიუროს კორესპონდენტი იტყობინება, შტატებში მექსიკიდან გადასულ მოქალაქეთა უმრავლესობას არ აქვს ბინა, საკვები და ელემენტარული საარსებო პირობები, რადგან უსახსრობის გამო ბინას ან ელემენტარულად ოთახს ვერ ქირაობენ.
ქართველების უმრავლესობა ღამეს ,,ბრაიტონ ბიჩზე'' სანაპიროზე ათენებს და მათ ამაში ხელს ის უწყობთ, რომ ზაფხულია და თბილა, ხოლო რა იქნება შემდეგ, როცა აცივდება, არავინ იცის.
27 მაისს ნიუ-იორკში ინნა ასანიძის inna kasale დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ჩატარდა, რომელიც ირინა ხუცურაულის ქართული კულტურის ცენტრში გაიმართა და რომელზეც განხილული იქნა ქართულ ემიგრაციაში არსებული პრობლემები, კერძოდ მექსიკიდან შტატებში შესული ქართველების შესახებ.
ფორუმის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა არსებული პრობლემის მოგვარება და ისაუბრეს მისი გადაჭრის გზებზე. ფორუმის მონაწილე ელენე ბერიძემ გამოთქვა სურვილი, რომ მისი თაოსნობით გაიმართებოდა აქცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ნიუ-იორკში და ნიუ-ჯერსიში არსებული ქართული რესტორნების მეპატრონეები, რომლებიც მიუსაფარ ქართველებს საკვებით დაეხმარებოდნენ.
აქციას ასევე შეუერთდნენ სხვა ქართველები,რომლებიც თანანემამულეებს ფინანსურად, ტანსაცმლით და სხვა საჭირო ნივთებით დაეხმარნენ.
ელენე ბერიძის ქაციას გამოეხმაურა სუხიშვილების ცნობილი მოცეკვავე ირინა ხუცურაული ინიციატივით, რომ თანამემამულეების დასახმარებლად გამართულიყო საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა ნიუ-იორკში არსებული ქართული კულტურის ყველა ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები.
საქველმოქმედო კონცერტი 8 ივლისს irina's Dance Akademy-ში გაიმართა, დასწრება უფასო იყო და რომლის ორგანიზატორები და მონაწილეები იყვნენ ცნობილი ქართველი ემიგრანტები: ირინა ხუცურაული, მანო მიქაძე, ლიკა ბერძენიშვილი, შორენა ფესვები, ანსამბლი ,,ელვა'', ელენე ბერიძე ბელა მაღლაფერიძე, ოპერის მომღერალები ლევან აბუთიძე, ბექა გოგინაშვილი, მუსიკოსი ელანე-ლალი საბანაძე, მუსიკოსი ირაკლი შარაძე, სოფო ალანია, მალხაზ შუბითიძე.
კონკრეტული საქველმოქმედო კონცერტის მიზანი მექსიკიდან შტატებში შესული მიუსაფარი ორსული ქალბატონის ნათია გაბუნიას ფინანსური დახმარება იყო და შესაბამისად, კონცერტზე შემოსული თანხა მთლიანად მას გადაეცა!
ლელა ჭელიძე - newspress.ge - ს ამერიკა-კანადის ბიუროს კორესპონდენტი