7-06-2018
ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარე, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრის მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილისა წამებისა და მკვლლეობის ფაქტი იყო.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემა მოითხოვა.
„მთავარი ყურადღება დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის საკითხს. ჩვენ მივაწოდეთ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით. ასევე კატეგორიულად მოვითხოვეთ შინაგანი ორგანოების გადმოცემა. ჩვენი ამოცანაა ამომწურავი პასუხი გაეცეს ყველა არსებულ კითხვას და აღსრულდეს სამართალი ამ ტრაგედიის ავტორთა მიმართ.
დოკუმენტი შედგენილია ქართულ ენაზე და მატერიალური სახით მათთვის გადაცემის შემთხვევაში მათ შეიძლება ამ დოკუმენტის ადგილზე წაკითხვა ვერ მოეხერხებინათ“- განაცხადა ანთაძემ.