12-07-2022
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ ონის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-121) საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის კმ1-კმ12 სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები მოინახულა.
სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ - პაპუნა გამყრელიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა - მოადგილეებთან ერთად.
პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ღირებულება 11 679 430 ლარს შეადგენს.