გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კონტროლი ფერმიდან სუფრამდე - რატომაა აუცილებელი ცხოველთა რეგისტრაცია?

8-06-2018

შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საკანონმდებლო დონეზე სავალდებულოა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისათვის. 

ევროკავშირი ითხოვს, რომ მსგავსი სისტემა დანერგილი ჰქონდეს ნებისმიერ მესამე ქვეყანას, რომელსაც სურვილი აქვს ივაჭროს ევროკავშირთან ცოცხალი ცხოველებითა და ცხოველური წარმოშობის პროდუქციით. აღნიშნული დირექტივა შეეხება საქართველოს, როგორც ევროკავშირთან DCFTA შეთანხმების მხარეს. დღემდე ცხოველების რეგისტრაციის მნიშვნელობა საზოგადოებისთვის გაუგებარია.

რას ნიშნავს ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია და რატომაა აუცილებელი?

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის სისტემა გულისხმობს ცხოველების გადაადგილებისა და ჯანმრთელობის მონიტორინგს. ლაშა ავალიანის ინფორმაციით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ცხოველთა დაავადებების მონიტორინგია.

„ეს, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ცხოველთა ჯანმრთელობისთვის. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომელ ტერიტორიაზე რა რაოდენობის ცხოველები არიან განლაგებულნი, რათა ისინი ვაკონტროლოთ, სხვადასხვა დაავადებაზე ჩავუტაროთ უფასო ვაქცინაცია. ჩვენ ვიცავთ როგორც ცხოველების ისე ადამიანების ჯანმრთელობას, რადგან დაავადებების 70%, რომლითაც ინფიცირდება ადამიანი, არის ცხოველური წარმოშობის. ერთი ინდივიდუალური ცხოველის დაავადების შესახებ ინფორმაციის ფლობა ხელს შეუშლის სხვა ცხოველებში დაავადების გავრცელებას და შეამცირებს ბაზარზე დაავადებული ცხოველური პროდუქციის მოხვედრას“, - აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ლაშა ავალიანი.

რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა საქონლის ხორცის ყიდვის დროს?

ლაშა ავალიანი მიუთითებს, რომ ცხოველების რეგისტრაციის სისტემა, უპირველეს ყოვლისა, საზოაგდეობის ინტერესებს ემსახურება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოქალაქეებს გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს.

როდესაც მომხმარებელი მივა მაღაზიაში, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომცხოველი დაიკლა სასაკლაოზე და ის იყო ჯანმრთელი. დაკვლის პროცესს აუცილებლად უნდა დაესწროს სახელმწიფო ვეტერინარი. სასაკლაოზე დაკლულყველა ცხოველს უნდა მოჰყვებოდეს ეტიკეტი, რომელიც არის სპეციალურიინფორმაციის შემცველი ფურცელი, სადაც მითითებულია რომელ სასაკლაოზე დაროდის დაიკლა და .. მომხმარებელმა უნდა მოსთხოვოს ეს ინფორმაცია ხორცისგამყიდველს და ის ვალდებულია უჩვენოს ეტიკეტი. ხორცის გამყიდველმამომხმარებელს ასევე უნდა წარუდგინოს ფორმა N2, რომელიც დამატებით მოყვებატრანსპორტირების შემთხვევაში, რომლითაც დასტურდება, რომ ცხოველი დაიკლასასაკლაოზე“, - განმარტავს ავალიანი.

ავალიანი მომხმარებლებს ურჩევს ხორცი ქუჩაში არ შეიძინონ, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ცხოველი არ არის დაკლული სასაკლაოზე.

რას გულისხმობს ცხოველთა იდენტიფიკაციის ვალდებულება?

ევროდირექტივების მოთხოვნები დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებებით. როგორც მსხვილფეხა ისე ქვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელემენტებია: საყურე ნიშანი, ცხოველთა სადგომის რეგსიტრაცია, მონაცემთა ელექტრონული ბაზის, სადგომის წიგნაკისა და გადაადგილების დოკუმენტის წარმოება.  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კომუნიკაციების ოფიცერი ნინო თოფურიძე აღნიშნავს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ყოველწლიურად გააკონტროლოს ცხოველთა სადგომები და უნდა განახორციელოს საქონლის რეგისტრაცია.

„ფერმერს უნდაა ჰქონდეს ჩანაწერი, როდის მოიგო ცხოველმა, როდის გარდაიცვალა ცხოველი, რა ასაკის არის. როდესაც ფერმერს ცხოველი მიჰყავს ერთიადგილიდან მეორეზე, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ამის შესახებაც უნდამიაწოდოს ინფორმაცია. ეს არის ფერმერისთვის მნიშვნელოვანი და ბევრად უფროპროდუქტიული და გაცილებით უფრო მარტივია ცხოველის ყოლა. რაც შეეხებასაყურე ნიშანს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, წელიწადშიორჯერ, ყველა ფერმერთან მიდის და ცხოველს უმაგრებს საყურე ნიშანს. ახლადდაბადებული ცხოველის შემთხვევაში, ფერმერმა უნდა დარეკოს სურსათისეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე და ცხოველისთვის მოითხოვოს საყურე ნიშანი. ცხოველის დაბადებიდან მისი იდენტიფიცირების ვადა არის 21 დღე.

ცხოველს აქვს ორი საყურე ნიშანი. თუ ერთი მათგანი დაიკარგა, უნდა ჩანაცვლდესმეორე საყურე ნიშნით. თუ ორივე დაიკარგა, მას უმაგრდება ახალი საყურე ნიშანი. ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ფერმერმა უნდა აცნობოს. თუფერმერი არ არის კეთილსინდისიერი, სურსათის ეროვნული სააგენტოსთანამშრომელი მაინც უნდა მივიდეს მასთან“, - აღნიშნავს ნინო თოფურიძე.

რეკომენდაციები

ცხოველთა იდენიტფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ინსტიტუციურ გარემოზე და ადეკვატურ ფინანსურ მხარდაჭერაზე. ექსპერტების შეფასებით, ბევრი ქვეყნის მაგალითი ცხადჰყოფს, რომ სისტემა საკმაოდ ძვირია და მთავრობებს დიდი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის დახარჯვა უწევთ ამ მიმართულებით. ეკონომიკური კვლევის ცენტრის მოსაზრებით, სისტემის წარმატება არ გამოიხატება მხოლოდ რეგისტრირებული ცხოველების რაოდენობაში, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანია რეგისტრირებული ცხოველების მოძრაობის კონტროლი, დაკვლა, გარდაცვალება ან ექსპორტ-იმპორტი. ორგანიზაციის რეკომენდაციით, სისტემას სჭირდება სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის, სასაკლაოებისა და ფერმერთა ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობა.

knews.ge